ტეგები

, ,


ალექსანდრე ქუძიევის მიმართვა ალან ჩოჩიევს: ” ბატონო ალან, მოვლენები, რომლებმაც შეიძლება საუკუნოდ წაკიდოს ერთმანეთს ოსი და ქართველი ხალხი, განსაკუთრებით საზიანოა ოსებისთვის!” 1989 წელი

1989 წელს საბჭოთა საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მოქმედი სეპარატისტული ორგანიზაცია „ადამონ ნიხასი“ ( სახალხო ფრონტი). alanმისმა ლიდერმა ალან ჩოჩიევმა 1989 წლის გაზაფხულზე ღია წერილით მხარდაჭერა გამოუცხადა აფხაზეთში, ლიხნის შეკრებაზე მიღებულ მიმართვას, რომელიც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოსგან გამოყოფას სთხოვდა. ალან ჩოჩიევნა შეიმუშავა მიმართვა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის სახელზე, ტქსტს  „ოსი ხალხის მიმართვა“ უწოდა  და მასში ოსეთის ორი ნაწილის გაერთიანების მოთხოვნა წამოაყენა. ჩოჩიევის და “ადამონ ნიხასის” ასეთ გააქტიურებას მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.ქართულ პრესაში ჩოჩიევის ღია წერილებზე საპასუხი წერილები და მიმართვები  იბეჭდებოდა. წერდნენ ქართველებიც და ოსებიც და მოდით, გადავავლოთ თვალი როგორ მიმართავდა „ადამონ ნიხასის” ლიდერს ჩვენი ოსი თანამემამულე ალექსანდრე ქუძიევი ( 1989 წელს, სტაბილური იზოტოპების საკავშირო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე.) ალექსანდრე ქუძიევის  საკმაოდ საინტერესო ღია წერილი 1989 წლის ქართულმა პრესამ შემოინახა. ( ფოტოზე “ადამონ ნიხასის” ლიდერი ალან ჩოჩიევი)

“ბატონო ალან!
ახლა უარყოფითი მოვლენები ოს და ქართველ ხალხებს შორის იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ საჭიროდ ჩავთვალე ღია წერილი მომეწერა თქვენთვის, როგორც ოსი ეროვნების ადამიანს, რომლისთვისაც ძვირფასია თავისი ხალხის ბედი. განსაკუთრებით მისი სამხრეთის შტოსი, ამჟამად საქართველოს მიწა-წყალზე რომ ცხოვრობს და ქართველებთან ნორმალური, კეთილი ურთიერთობა მისი სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

chochiუკანასკნელ დროს მომხდარი ფაქტების მიუკერძოებელი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ოს და ქართველ ხალხებს შორის დაძაბულობის ზრდის ყოველ შემთხვევას თქვენი მოქმედებით ეძლევა დასაბამი. წავიკითხეთ თქვენი გახმაურებული წერილი აფხაზი ხალხისადმი,  სადაც ოსი ხალხის სახელით  სოლიდარობას უცხადებთ ანტიქართულ ბოროტმოქმედებას, რომლის მიზანიც საქართველის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემაა. მაგრამ, იცოდით კი ამას შესახებ ოსი ხალხის აზრი, რომლის ძირითადი ნაწილიც ცხოვრობს არა ავტონომიურ ოლქში, არამედ საქართველოს სხვა ადგილებში? შემიძლია დაგარწმუნოთ რომ იგი გამოკვეთილად უარყოფითად შეხვდა ამ წერილს, დაინახა მასში არა მხოლოდ დიდი უმადურება ქართველი ხალხის მიმართ, არამედ ცდა გაღვივდეს შუღლი და უნდობლობა ოსი ხალხისა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც თავისი, ისედაც მცირე მიწის ნაწილი უანგაროდ უწილადა, კეთილმეზობლობას უწევს და ათასი ნათესაური ძაფებით დაუკავშირდა მას საზოგადოების ყველა ფენაში.

კიდევ უფრო შორს მიდის ამ მიმართულებით თქვენი და „ადამონ ნიხასის“ მიერ შედგენილი ოსი ხალხის მიმართვა საბჭოთა კავშირის მთარობისა და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისადმი. მისი ყველა დებულება მკვეთრად გამოხატული ანტიქართული შინაარსისაა – არ შევუშინდები ძლიერ გამოთქმას – პროვოკაციული ხასიათისაა. თქვენ აყენებთ საკითხს ოსეთის ორი ნაწილის გაერთიანების შესახებ, რაც ფაქტიურად სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რუსეთის შემადგენლობაში გადასვლაა! ისმის კითხვა: ვისი მიწა, ვისი ტერიტორია გინდათ გადასცეთ რუსეთს? ხომ ჭეშმარიტებაა, რომ ეს საქართველოს მიწა-წყალია. გაანალიზეთ უბრალო ისტორიულ-გეოგრაფიული ფაქტები, განა ჩვენმა ხალხმა არ მისცა სახელი დონს? რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს მდინარეს? ( „დონ“ ოსურად ხომ წყალს ნიშნავს.) იცით ალბათ ჩრდილო ოსეთის მდინარეთა სახელწოდებები: ფიაგდონ, ყარმდონ, გიწილდონ და ა.შ. სამხრეთ ოსეთში არც ერთ მდინარეს არ ქვია ლიახვდონი და არც ქსანდონი, ჯეჯორადონი, არც ლეხურადონი. ანდა აიღეთ ჩვენი ქალაქებისა და სოფლების სახელები: ცხინვალიცხინვალი – რცხილნარი, ახალგორი , დადიანეთი, ტბეთი, წირი -მწირი, ორწოსანი – ორჭოსანი, წინაგარი, ცოტაგორი, სხლები -მსხლები და მრვალი ასეთი. ისინი წმინდა ან სახეშეცვლილი ქართული სიტყვებია. რაზე მეტყველებს ეს? უბრალო ფაქტზე – ჩვენ აქ მოსულები ვართ. ეს ძირძველი ქართული მიწაა. ამ ტერიტორიის გეოგრაფიული მცნება „სამხრეთ ოსეთი“ ისტორიული თვალსაზისითაც გუშინ თუ გუშინწინ გაჩნდა…

შემიძლია გულზე ხელი დავიდო და ვთქვა: არ ძალმიძს შევიწროების არც ერთი ფაქტის გახსენება, პირქიით, მაგონდება შემთხვევები, როდესაც მე მეტ გასაქანს მანძლევდნენ, ვიდრე თავისიანებს. ესეც ქართველი კაცის ხასიათის ფენომენია: არ იფიქრონ, რომ ვავიწროვებთო.
ჩვენი ძმობის მტრები ხანდახან გვეუბნებიან: იყო ქართველთა მიერ ოსების რბევის ფაქტებიო და მოიყვანენ დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის მიერ, ვალიკო ჯუღელის სარდლობით ჩატარებულ ოპერაციას ოსეთის ფარგელბში. საჭიროა აქაც შევიტანოთ სიცხადე. განა გეგულება დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც თავის მიწა-წყალზე სხვა სახელმწიფოს მიერ ინსპირირებულ აჯანყებაზე არ გასცემდა სათანადო პასუხს, თანაც სამხედროს? მაშ რატომ უნდა ყოფილიყო ასეთი საქართველო 1918-1921 წლებში?

ისმის კითხვა: როგორ ვუხდით ჩვენ სამაგიეროს ქართველ ხალხს, რომლის მიწა-წყალზეც დავემკვიდრეთ? რომელიც ძმობას გვიწევს? არ გვანსხვავებს თავისიანებისგან? მნიშვნელოვანწილად თქვენი მოქმედების გამო, ახალ პრობლემებს ვუქმნით.. თქვენი წყალობით საქმე შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ ჩვენს მიწა-წყალზეც განმეორდეს აფხაზეთში დარტიალებული ტრაგედია.

ბატონო ალან, მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, სანამ გვიან არ არის, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის ცდა არა მხოლოდ უსამართლოა ქართველების მიმართ და დამღუპველი ოსური ენის, ოსური თვითმყოფადობის განვითარებისთვის, არამედ მიუღწეველი მიზანიცაა. ეს იდეა თავიდანვე იურიდიულად ბათილი იდეაა. ამისთვის ხომ აუცილებელია საქართველოს უმაღლესმა საბჭომ ამ საკითხზე მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება. ასეთია კონსტიტუციის წესი, მაგრამ ეს ხომ გამორიცხულია: არ გასცემს საქართველო მიწას, რადგან ოსეთის ავტონომია მიტაცებულ მიწაზე არ არის ჩამოყალიბებული. იგი დაარსებულია ქართულ მიწაზე შემოსული ხალხისთვის. ამიტომ არ არის საჭირო ოსი საზოგადოების გონების მოწამვლა, ამ უსამართლო და შესრულება რომ არ უწერია ისეთი იდეით.

არ მინდა შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს მე სამართლიანად მიმაჩნდეს ქართული საზოგადოების პოზიციის ყველა მხარე სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებში. მაგალითად მცდარად და მიუღებლად ვთვლი ოსი ხალხის, როგორც „სტუმრის“ კონცეფციას საქართველოს მიწაზე. ჩვენ ერთად საუკუნეები გვიცხოვრია, ძმურად გაგვიყვია ლხინიც და ჭირიც, ერთად ვიცავდით ჩვენს მიწა-წყალს და ჩვენს წინაპრებს არასდროს დაუსვამთ საკითხი ასეთნაირად. არ არის სამართლიანი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების მოთხოვნაც, უკანასკნელ ხანს რომ გაისმის. ასეთი და მრავალი სხვა საკითხი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად ოსი და ქართველი საზოგადოების წარმომადგენელთა დიალოგის გზით, მესამე ძალის ჩაურევლად, მშვიდ და საქმიან გარემოში.

ბატონო ალან, მოვლენები, რომლებმაც შეიძლება საუკუნოდ წაკიდოს ერთმანეთს ოსი და ქართველი ხალხი, განსაკუთრებით საზიანოა ოსებისთვის. არის ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთში აგროვებენ იარაღს ძმათა სისხლის დასაღვრელად. მოგიწოდებთ ღრმად ჩაუფიქრდით სიტუაციას. შეჩერდით, ვიდრე არ დაიღვარა სისხლი, ვიდრე არ მომხდარა ის, რისი გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება.”