ტეგები

,


     გიორგი ჭანტურია

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” 1989 წლის ერთ მიმართვას ვიხსენებთ, რომელიც ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ჭანტურიას ეკუთვნის. მიმართვა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ არის დაწერილი და განმარტავს ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ  იქცა 1989 წლის აპრილის აქციების მთავარ მოთხოვნად საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა. მოგეხსენებათ, რომ აქციები ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით დაიწყო: ლიხნის შეკრების ორგანიზატორების დასჯის მოთხოვნით და აფხაზეთის ქართველი მოსახლეობისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით.  მაგრამ, მოგვიანებით ილია ჭავჭავაძის საზოგადოება აქციაზე პროცესებს ვეღარ მართავდა.

გია 2გიორგი ჭანტურია თავის მიმართვაში  ანვითარებდა მოსაზრებას, რომ მაშინ, კრემლს აფხაზეთში “ყარაბაღის” სცენარის გათამაშება  ჰქონდა დაგეგმილი, რომ ამ გეგმის ჩასაშლელად გახდა საჭირო – “შეტევაზე გადასვლა და ისეთი საკითხის დაყენება, რომელიც გადასწონიდა და ამავე დროს მოიცავდა აფხაზეთის საკითხს. ასეთი საკითხი კი ერთადერთია – საქართველოს დამოუკიდებლობა.”

მივყვეთ მიმართვის ტექსტს:”მარტის დასაწყისში კრემლი შეუდგა თავისი ბარბაროსული გეგმის განხორციელებას საქართველოში, რომელიც საქართველოში ჯარების შემოყვანით უნდა დასრულებულიყო. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, წინასწარ დაგეგმილი ყოფილა მსხვერპლიც. საქართველოში სომხეთის მსგავსად ჯარების შემოყვანით კრემლი საბოლოოდ იმაგრებდა პოზიციებს ამიერკავკასიაში. სომხეთის მსგავად რომ ვამბობ შემთხვევით არ არის – კრემლის მიზანი იყო საქართველოში აფხაზეთის სახით „ყარაბაღის“ პირობების შექმნა. ქართველთა და აფხაზთა შორის და არა მარტო აფხაზთა უთიერთობების უკიდურესი გამწვავება და ეთნიკური შუღლის ნიადაგზე თავისი ჯარების „შემრიგებლის’ სახით შემოყვანა საქართველოს მიწაზე. შემოყვანა ხანგრძლივი დროით, ალბათ, იმპერიის დანგრევამდე. გარდა ამისა მათთვის ცნობილი იყო რომ სულ ცოტა ხანაში უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს სტატუსის პრობლემა აშშ-ის კონგრესზე. ეს ‘შეთითხნილი“ კონფლიქტი სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებდა ამ საკითხის გადაწყვეტას.სწორედ ამიტომ კრემლმა ნაღმივით შემოაგდო ეს არარსებული პრობლემა საქართველოში. გააღიზიანა აფხაზები, ქართველები და საქართველოში თავის აგენტებზე მინდობილი მშვიდად ელოდა მისთვის ხელსაყრელ მომენტს.აგენტებმაც არ დააყოვნეს და ელვისისწრაფით მოჰფინეს ათასგვარი ჭორი თუ განზოგადოებული კერძო შემთხვევები. აფხაზეთში ამ პროვოკაციას წარმოეგო უამრავი ადამიანი…”

მოსკოვს  „ყარაბაღის“ განმეორება სურდა, რთა ჩაეხშო თბილისში მზარდი ეროვნული მოძრაობა, – აღნიშნავდა გიორგი ჭანტურია და დასძენდა: “მაშინ დადგა მეორე პრობლემა – თავდაცვის ნაცვლად შეტევაზე გადასვლა და ისეთი საკითხის დაყენება, რომელიც გადასწონიდა და ამავე დროს მოიცავდა აფხაზეთის საკითხს. ასეთი საკითხი კი ერთადერთია – საქართველოს დამოუკიდებლობა- მისი სსრკ-ს შემადგენლობიდან გამოსვლის მოთხოვნა.”

გიაგიორგი ჭანტურია თავის ვრცელ მიმართვას ამ სიტყვებით ასრულებდა: “საქართველომ ამდენი წლების შემდეგ საქმით და არა მხოლოდ სიტყვით დააყენა დამოუკიდებლობის მოთხოვნა, რასაც ამდენი გულანთებული პატრიოტი შეეწირა. ამის დავიწყება კი არ შეიძლება. ქართველმა ერმა ეს თუ დაივიწყა, მაშინ ის ყველაფრის ღირსია. თითქოეული მათგანი ხომ სრული შეგნებით შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას! დღეს გლოვობს ერი! ეს გლოვა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ჩვენი სანუკვარი მიზანი არ იქნება მიღწეული…. ჩვენ ახლა უნდა დავდგეთ ერთად, უნდა ვიბრძოლოთ, რათა დავამტკიცოთ, რომ არც ერთი წვეთი სისხლისა, რომელიც ოდესმე ქართველს გაუღია, ტყუილად არ დაღვრილა, თუ არადა წყალსაც წაუღია ჩვენი უბადრუკი და უკვე უსინდისო არსებობა. დაღუპულთა წმინდა ხსოვნის სადიდებლად, ახლა, ისე როგორც არასდროს, გაუმარჯოს რუსეთის იმპერიისგან თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!”