ტეგები

,


პატიაშვილი

“პერესტროიკის” პერიოდი იყო და 1989 წლის 9 აპრილსმ თბილისში, მშვიდობიანი მიტინგის უსასტიკესად დარბევისა და დემონსტრანტების დახოცვის ფაქტზე, საბჭოთა რეალობისთვის უჩვეულო ცხარე მსჯელობა მიმდინარეობდა სსრკ სახალხო დეპუტატთა უმაღლესი საბჭოს სესიაზე. მაშინ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ლუკიანოვმა გადაწყვიტა საბჭოთა დეპუტატებისთვის გაეცნო 1989 წლის 7 აპრილს, 8 აპრილს და 9 აპრილს თბილისიდან მიღებული დეპეშების შინაარსი. სესიაზე ლუკიანოვის გამოსვლა აღწერილი აქვს ანატოლი სობჩაკს თავის წიგნში „თბილისის 1989 წლის სისხლიანი კვირა.“ სობჩაკი ჩაუდგა მაშინ სათავეში სახალხო დეპუტატების საგამოძიებო კომისიას, რომელსაც სწორედ 9 აპრილის ტრაგედია უნდა შეესწავლა. მისი მონათხრობით, სსრკ სახალხო დეპუტატთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თავდაპირველად 1989 წლის 7 აპრილით დათარიღებული დეპეშა წაიკითხა, რომელში მოყვანილ ტექსტსაც საბჭოთა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი აწერდა ხელს:

რესპუბლიკაში ვითარება ბოლოს დროს მკვეთრად დაიძაბა. ის ფაქტიურად უკონტროლო ხდება. მიზეზი 18 მარტის შეკრება გახდა. ის მოეწყო სოფელ ლიხნში. ( აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) შეკრებაზე მოითხოვეს ავტონომიური რესპუბლიკის გასვლა საქართველოს სსრ – დან. მოვლენები გაცდა თავდაპირვანდელ ჩარჩოებს. ექსტრემისტები აღვივებენ ნაციონალურ შუღლს, მოსახლეობას მოუწოდებენ გაფიცვებისკენ და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისკენ. ქმნიან არეულობას, ახდენენ პარტიული და საბჭოთა ორგანოების დისკრედიტაციას. აუცილებლად მიგვაჩნია: დაუყოვნებლივ დაეკისროთ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები ანტისაბჭითა, ანტისოციალისტური, ანტიპარტიული ლოზუნგებით და მოწოდებებით მოქმედ ექსტრემისტებს. ამისთვის სამართლებრივი საფუძვლები არსებობს. ასევე აუცილებლად მიგვაჩნია სამხრეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ძალების გამოყენებით თბილისში კომენდანტის საათის დაწესება. პარტიული და სამეურნეო აქტივების გამოყენებით ვითარების სტაბილიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, საკავშირო რესპუბლიკების საინფორმაციო საშუალებებში შესაბამისი ინფორმაციის და პუბლიკაციების შეზღუდვა – გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ანატოლი სობჩაკის წიგნში მოყვანილია სსრკ უმაღლესი საბჭოს სესიაზე წაკითხული სხვა დეპეშის შინაარსიც. კერძოდ, უკვე  1989 წლის 9 აპრილს თბილისიდან მოსკოვში, საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის გაგზავნილი დეპეშის შინაარსი. ეს გზავნილიც  საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნისგან ჯუმბერ პატიაშვილისგან იყო.  ჩვენს მიერ ხსენებული წიგნის მიხედვით, მასში ასე იყო აღწერილი მთავრობის სახლის წინ ღამით, დარბევისას განვითარებული ტრაგიკული მოვლენები:

თავის მხრივ მიტინგის ორგანიზატორები უკიდურესად ძაბავდნენ ვითარებას და მომიტინგეებს წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებდნენ. შინაგანი ძალებისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან იყო დაცული მოთხოვნა – სიფრთხილით მოქცეოდნენ ქალებს და მოზარდებს. მომიტინგეების პირველი რიგების წმენდისას ექსტრემისტების მხრიდაან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას. გამოიყენეს ჯოხები და ქვები. ხალხის მასაში იყვნენ პროვოკატორები, რომლებმაც გამოიყენეს ცივი იარაღი. ჭყლეტის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი: 13 ახალგაზრდა ქალი, 3 მამაკაცი, 100 -ზე მეტი დაჭრილია, მათან 22 სამხედრო მოსამსახურეა. მთავარობის სახლის წინ მოედანი განთავისუფლებულია. ტარდება აუცილებელი ზომები არეულობის ორგანიზატრების დასაკავებლად და ახალი მიტინგებისა და მანიფესტაციების აღსაკვეთად. ტრაგედიის მიზეზის შესასწავლად შექმნილია კომისია მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ზურაბ ჩხეიძის თავმჯდომარეობით.

არსებობს ვერსია, რომ 1989 წლის 9 აპრილის სასაკლაოს წინ, თბილისიდან მოსკოვში გაგზავნილი საბედისწერო მოთხოვნის ტექსტი ცეკას მეორე მდივნის ბორის  ნიკოლსკის მიერ იყო შედგენილი.( ის თბილისში 1984-89 წლებში მუშაობდა. საბჭოთა კავშირში იყო ტრადიცია რესპლუბლიკის ხელმძღვანელობაში ყოფილიყო მოსკოვის წარმომადგენელი) ასე იყი თუ ისე, მოთხოვნა ჯუმბერ პატიაშვილის სახელით იყო გაგზავნილი.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ჯუმბერ პატიაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ზუსტად 6 წლის შემდეგ კი მან მონაწილეობა მიიღო  დამოუკიდებელი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში და მეორე ადგილზეც გავიდა. 1995 წლის არჩევნებში პატიაშვილს საქართველოს  414 303  ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. კაცი, რომელსაც 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, მეორე ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი საქართველოს  2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც.