ტეგები

, , ,


გორბა1989 წლის 20 აპრილს მოსკოვში, პოლიტბიუროს სხდომაზე თბილისში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები განიხილეს და იქ, შევარდნაძის მოხსენების საფუძველზე, გორბაჩოვმა ასეთი რამ თქვა:” კრიზისის შექნა საქართველოში მოულოდნელი არ ყოფილა. მთელმა ქვეყანამ იცოდა, რომ იქ რაღაც მწიფდებოდა. შევარდნაძეს არა ერთხელ გაუმახვილებია ამაზე ყურადღება. პატიაშვილი რამდენადაც ვიცი, არ იყო ყრუ ნაციონალური ინტერესების მიმართ, მაგრამ მას, ისევე როგორც სხვა ამხანაგებს, ახასიათებდა ეჭვისა და პანიკის ელემენტები და რაც მთავარია ძალისმიერ ქმედებებზე გათვლა.”

რაც ასე საინტერესოა, გორბაჩოვმა თავის ამ გამოსვლაში პატიაშვილის მიმართ საყვედური გამოთქვა იმის გამოც, რომ მან „ვერ დაალაგა“ ურთიერთობა ინტელიგენციასთან. „ ამ დროს ეს ქართული ინტელიგენციაა! ის ისტორიულად ასე ღრმად არის შერწმული ხალხთან. ის საქართველოს ნაციონალური სიმბოლიკის მატარებელია! იქ ყველაფერი: თეატრი, კინო, მისიკა, ასე ძლიერად ატარებს ნაციონალურ ელემენეტებს. დროულად უნდა მომხდარიყო ინტელიგენციის ჩართვა გარდაქმნის პროცესებში, ისინი პროცესებში ჩაერთვებოდნენ გულწრფელად და აქტიურად. ეს არ მოხდა. „

მანამდე, 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკად დარბევის შემდეგ, მიხეილ გორბაჩოვამ ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს მოსახლეობას:
” თბილისში მომხდარი  მიაყენებს ზიანს „პერესტროიკის,“ დემოკრატიზაციისა და ქვეყნის განახლების ინტერესებს. უპასუხისმგებლო პირების ქმედებებმა და გადაწყვეტილებებმა შექმნა რესპუბლიკაში დაძაბულობა. იქ გამოიტანეს ანტისაბჭოთა ლოზუნგები და საქართველოს საბჭოთა ძმური ოჯახისგან მოწყვეტის მოთხოვნა.
ყალბ ორიენტირს საზოგადოების ნაწილის გაყვა. დაიწყო უწესრიგობა, დაიღუპნენ ადამიანები, დაიღვარა სისხლი. შეუფასებელია ეს დანაკარგი.
ვაცნობიერებვითარების სიმძიმეს, მაგრამ მთელი გულით მჯერა, რომ რესპუბლიკის მშრომელები და კომუნისტები იხელმძღვანელბენ ქართველი ხალხის ჰუმანური ტრადიციებით, გამოავლენენ კეთილგონიერებასა და პასუხისმგებლობას, დაიცავენ: „გარდაქმნას“ და ჩვენს საერთო სოციალისტურ ფასეულობებს, ჩვენს ძმობას და ერთობას.“