ტეგები

, ,


gor

ჩვენ, სსრკ და საქართველოს უმაღლესი საბჭოს სახალხო დეპუტატები, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები, ჩვენს უპირველეს ვალად ვთვლით მთელი ძალით შევუწყოთ ხელი უდიდესი მნივნელობის მოვლენას – რევოლუციურ გარდაქმნას, რომელიც პარტიის 27-ე ყრილობამ და პირადად თქვენ დასახეთ. გარდაქმნის პოლიტიკამ საფუძველი მოგვცა საბოლოოდ გვერწმუნა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბოლო მოეღო უკანონობასა და თვითნებობას, რაც ასე დამღუპველად აისახა ჩვენს ისტორიაში და, რომ ჩვენ რეალურად, არა სიტყვით, ვდგავართ ახალი სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე.

მაგრამ დღეს ჩვენს ხალხს უბედურება დაატყდა თავს, რამაც ყველა ჩვენი იმედი გააქარწყლა – ჩვენს თავლწინ ვანდალიზმის აქტი ჩატარდა. 9 აპრილს 04 საათზე ჯავშანტრანსპორტიორები და რესპუბლიკაში გამოძახებული სპეცჯარი თავს დაესხნენ მშვიდობიან მიტინგს და სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და მომწამვლელი გაზების ( რომელთა საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი ექიმებისათვის უცნობია) გამოყენებით მოხდა ადამიანთა, მათ შორის მიტინგის პასიურ მონაწილეთა, მოშიმშილეების მასობრივი ფიზიკური განადგურება. ოფიციალური მონაცემებით მოკლულია 18 ადამიანი, აქედან 16 ქალი და გოგონა: მათგან უფროსი 70 წლისაა, უმცროსი 16-ის, ერთ-ერთი ფეხმძიმეა, დაჭრილია 250 კაცი, არიან დაკარგულები.

თბილისში მღელვარება დაიწყო ამა წლის 4 აპრილს, აფხაზეთის არაკონსტიტუციური გამოსვლების საპასუხოდ ქალაქში დაიწყო დემონსტრაციები, მიტინგები ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების გარეშე. შემდეგ მიტინგები და დემონსტრაციები გადაიზარდა ჩვენი საზოგადოების შემდგომი დემოკრატიზაციის, მოკავშირე რესპუბლიკათა სახელმწიფო სუვერენიტეტის ლენინური პრინციპის რეალური განხორციელების მოთხოვნის მოძრაობად. გამოყენებული იყო უკიდურესი ლოზუნგები. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიზიარებთ არაფორმალური გაერთიანებების ზოგიერთ რადიკალურ მოთხოვნას, ვთვლით მათ დემოკრატიზაციის პროცესის გარდაუვალ თანმხლებ მოვლენად და დარწმუნებული ვართ, რომ მათი გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ ხსნის უმძიმეს, ცივილიზებული სამყაროსთვის გაუგონარ ჟლეტას, რომელიც შეიძლება კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც დანაშაული ერის წინაშე. ხაზს ვუსვამთ, რომ დემონსტრაციის დაშლა არ იყო, ვინაიდან უკან დასახევი გზები წინასწარ ჰქონდათ გადაკეტილი ჯარს, არ იყო აშკარა გამაფრთხილებელი მოქმედება ჯარების მხრივ, ხალხს ცემდნენ, არ აძლევდნენ შემთხვევის ადგილიდან წასვლის საშუალებას, აყენებდნენ მძიმე ფიზიკურ დაზიანებას, კლავდნენ მათ, ვინც ცდილობდა გაქცევას ან დაჭრილთა შველას.

ჯარისკაცებმა დააზიანეს საქართველოს სსრ მილიციის თანამშრომლები, რომელთა დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ უიარაღოდ ცდილობდნენ დაეცვათ ქალები და ბავშვები, რაც სხვათა შორის მათი პირდაპირი მოქალაქეობრივი და სამსახურეობრივი მოვალეობაა. დაიღუპა უდანაშაულო ხალხი – გოგონები და ბიჭები, ფეხმძიმე და ხანშიშესული ქალები. დღეს საქართველოში გლოვაა. მით უფრო აღგვაშფოთა საქართველოს პარტიისა და მთავრობის პირველმა ცნობებმა მომხდარის შესახებ, რასაც დღესაც ემყარება ტენდენციური, ცრუ, მოვლენის გამართლების სურვილით განმსჭვალული ცენტრალური პრესა. კერძოდ კი, ვთვლით, რომ საქართველოს სსრ ხელმძღვანელმა ორგანოებმა ვერ შეძლეს დროულად დაუფლებოდნენ მდგომარეობას, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტები მოკლეს არა „პროვოკატორებმა,“და ისინი არა ჭყლეტაში დაიღუპნენ ( როგორც ცნობებში იყო აღნიშნული), არამედ დაიღუპნენ სპეცნაწილების ჯარისკაცების მიერ ცივი იარაღით, სასანგრე ნიჩბებისა და მომწამვლელი გაზების გამოყენების შედეგად, მათი მოქმედების „ფრთხილად“მონათვლა ( ასეა ნათქვამი ცნობებში) დანაშაულია.

ქართველ ხაკლხს თავს დატრიალებლი უბედურება 9 აპრილს არ დასრულებულა. იმ დღესვე პროგრამა „ვრემიაში“ გამოცხადდა თბილისში საკომენდანტო საათის დაწესების შესახებ და მხოლოდ მას შემდეგ, 22 საათსა და 50 წუთზე გადაიცა რესპუბლიკური ტელევიზიით გენერალ-პოლკოვნიკ როდიონოვის გამოსვლა, რომელმაც გვამცნო, რომ საკომენდანტო საათი შედის მოქმედებაში 23 საათიდან. ამის გამო ხალხი, რომელთაც არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდათ მიღებული, უნებლიედ სამხედრო მდგომარეობის წესების დამრღვევი აღმოჩნდა, სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელების ამ დანაშაულებრივმა დაუდევრობამ ახალი ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია ( ოფიციალური მონაცემებით მოკლულია ერთი, დაჭრილია ორი ადამიანი).

მეორე დღეს, როდესაც მოსახლეობა ტრადიციულად გამოხატავდა გლოვას, სამხედრო პატრული ხევდა სამგლოვიარო სამკაულებს, ამსხვრევდა მანქანებს, რომელთაც სამგლოვიარო მიშნები ჰქონდა, დასდევდა მათ ჯავშანტრანსპორტიორებით და ტანკებით, მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა საერთო სახალხო გლოვის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგაც.

თბილისში მომხდარი ტრაგედია მხოლოდ ქართველი ხალხის უბედურება როდია, მას საკავშირო და საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. ვფქირობთ რომ იგი მოფიქრებული პროვოკაციაა, მიმართული გარდაქმნის საფუძვლებისა დ მიზნების დასათრგუნად, აქცია, რომლის მიზანი საბჭოთა სახელმწიფოსა და პირადად თქვენი მზარდი საერთაშორისო ავტორიტეტის შელახვაა.ვთვლით, რომ საქართველოში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები, უნდა იქცეს სსრკ უმაღლესი საბჭოს უახლოეს სესიაზე გულმოდგინე მსჯელობის საგნად.

სსრკ სახალხო დეპუტატები:
მერაბ ბერძენიშვილი – სსრკ სახალხო მხატვარი;
თამაზ გამყრელიძე – სსრკ მეცნიარებთა აკადემიის აკადემიკოსი;
ნოდარ მგალობლიშვილი – საქ. სსრ არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე;
რევაზ თაბუკაშვილი – მწერალი, საზოგადო მოღვაწე;
ალბერტ თავხელიძე – სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
სულხან ცინცაძე – სსრკ სახალხო არტისტი, საქ სსრ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე;
ოთარ ჭილაძე – მწერალი;
თემურ ჩხეიძე – რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი;
ელდარ შენგელაია – კინორეჟისორი, საქ. სსრ სახალხო არტისტი, საქ. სსრ კინომატოგრაფისტთა კავშირის მდივანი.
ჯანსუღ ჩარკვიანი – პოეტი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი;
გრიგოლ ლორთქიფანიძე – სსრკ სახალხო არტისტი, საქართველოს სსრ თეატრლურ მოღვაწეთა კავშირის თავჯდომარე;
რეზო ჩხეიძე – სსრკ სახალხო არტისტი, ლენინური პრემიის ლაურიატი, კინოსტუდია „ქართული ფილმის’ დირექტორი;

1989 წლის, აპრილი