ტეგები

, ,


1990 წელს გაზეთმა „ლიტერატურულმა საქარველომ“ გამოაქვყენა გაზეთ „ბზიფში“ დაბეჭდილი მიმართვა მაშინდელი გენერალური პოკურორისადმი ვახტანგ რაზმაძისდამი. მიმართვის ავტორები აფხაზური სახალხო ფორუმის “აიდგილარას” წარმომადგენლები იყვნენ. ისინი ვახტანგ რაზმაძეს 1989 წლის ივლისში, აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის ტენდენციურ გამოძიებასა და ამით ქართველებსა და აფხაზებს შორის შუღლის გაღვივებაში სდებდნენ ბრალს. „აიდგილარას“ მიმართვამ თბილისში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მიმართვის ავტორებს „ლიტერატურული საქართველოს“ ფურცლებიდან უპასუხა ნოდარ გრიგალაშვილმა.

დიდი ხნის შემდეგ „დამოუკიდებლობის გაკვეთილებში“ ვაქვეყნებთ ნოდარ გრიგალაშვილის ამ წერილის ნაწილს.  აქ გაიხსენებთ ფაქტებს, სახელებს – გვარებს და იმას თუ  როგორ იწყებოდა საქართველოს დიდი ტრაგედია აფხაზეთში.

171

„უსინდუსობას საზღვარი არ ქონიაო,“ წერდა 1989 წლის 13 აპრილს “ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნებულ  წერილში ნოდარ გრიგალაშვილი და დასძენდა: „ვინც წაიკითხა „ლიტერატურულ საქართველოში“ 16 მარტს გაზეთ „ბზიფიდან“ გადმობეჭდილი პასკვილი – „ღია წერილი საქართველოს პროკურორს ვ.ა. რაზმაძეს,“ ამაში უდაოდ დამეთანხმება, წერილს ხელს აწერს აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ გუდაუთის განყოფილების გამგეობა.

ნოდარა„აიდგილარა,“თავისი განყოფილებებითურთ, გასული წლის ივლისში ქართველი ერის წინააღმდეგ ავტომატების ჯერით გადმოვიდა შეტევაზე. ახლა კი რესპუბლიკის პროკურორზე გაგულისებულან, როგორ თუ კაცთა ჟლეტვისათვის პასუხს გვთხოვსო და გაღმა შემოდავების პრინციპით, ცილისწამებითა და ცრუპენტელობით ცდილობენ თავი მსხვერპლად წარმოგვიდგინონ.

იგრძნეს, რომ მათი ნაავკაცარის შესახებ რესპუბლიკის პროკურატურამ მასალები უხვად შეკრიბა და შეშფოთდნენ, არიქათ, თავს ვუშველოთო და მართლმსაჯულებისგან დასაძვრენად თავდაცვის ნაცადი ხერხი – თავდასხმა აირჩიეს. თავდასხმის ობიექტად კი რესპუბლიკის მთავარი პროკურორი ამოიღეს თვალში. ცდილობენ ბრალმდებელი ბრალდებულად აქციონ და ამით მთელ ერს, ვინც მკვლელების დასჯას ითხოვს. პირში ჩალა გამოავლონ. ამ ჯვაროსნულ ლაშქრობაში თანადგომას სთხოვენ სსრკ-ს გენერალურ პროკურორს.”

ნოდარ გრიგალაშვილის ამ  წერილს ქვია ” დიდება მოთმინებასა შენსა..” ის დეტალურად აღწერს 1989 წლის ივლისის უმძიმეს დღეებს აფხაზეთში.

“სისხლიანი ივლისი

მოვლენები ასე ვითარდებოდა. 15 ივლისამდე კარგა ხნით ადრე აფხაზებმა დაიწყეს იარაღის შეგროვება, რათა 15-ში ქართველთათვის მოეწყოთ „ფერღანა.“ წარმოება-დაწესებულებებში, მეურნეობებში, კოლმეურნეობებში აფხაზი ეროვნების წარმომადგენლებს ხელფასიდან უქვითავდნენ 50 -100 მანეთს, მოგროვილი ფულით კი ყარაჩაი – ჩერქეზეთიდან უნდა ჩამოეტანათ იარაღი.

როცა აფხაზმა ექსტრემისტებმა იფიქრეს, რომ ფერღანის“ მოსაწყობად უკვე საკმაოდ იყვნენ ორგანიზებული, დაიწყეს უიარაღო ხალხზე მუხანათური თავდასხმებისათვის მზადება.საჭირო იყო პროვოკაცია, ქართველთა გამოწვევა..

13 ივლისს აფხაზმა ექსტრემისტებმა მოახერხერს გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ გამოცემის შეწყვეტა.

იმავე 13 ივლისს, ღამით, გაანადგურეს 9 აპრილის მემორიალი.

14 ივლისს ალყა შემოარტყეს პირველ საშუალო სკოლას, სადაც დროებით მოთავსებული იყო თსუ-ს ფილიალი. 14 საათზე მიმღები კომისიის წევრებთან შეიჭრა ოთხი აფხაზი – ფაჩულია, ცუჟბა, გინდია, კასლანძია, რომლებიც მოითხოვდნენ საბუთების მიღების შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სისხლისღვრით იმუქრებოდნენ.

18 საათზე, აფხაზეთის შს სამინისტროში გაიმართა თათბირი იმაზე, თუ როგორ დაეცვათ ფილიალი მოსალოდნელი თავდასხმისგან.

15 ივლისს 03 საათზე მოალყეებმა კომისიის 11 წევრს გადაუკეტეს წყალი და გადაუჭრეს სატელეფონი ხაზები.

იმ ღამეს არ ეძინა მთელ აფხაზურ მოსახლეობას. 15 ივლისი სისხლისღვრის დღედ იყო დათქმული, ტყვარჩელიდან, გუდაუთიდან, ოჩამჩირის რაიონებიდან ორგანიზებულად დაიძრნენ სოხუმისკენ შეიარაღებული აფხაზები.

სოხუმი

15 ივლისს 10 დან 12 საათამდე სოხუმის 1 საშუალო სკოლის მოალყეთა რიცხვი უკვე 15-17 ათასამდე ადის. ამ ხალხის ნაწილი კბილებამდე შეიარაღებულია. ქართველი ხალხი ფაქტის წინაშე დადგა. პარადოქსია, მაგრამ ქართულ მოსახლეობას, თავის დასაცავად წინა დღეებში არაფერი მოუმოქმედებია. არც მეტი და არც ნაკლები, ჩვენივე მიმნდობლობამ, სიყვარულმა დაგვღუპა..

აი, რას წერენ სოხუმში მცხოვრები ქართველები:
დიმა ჯაიანი  ( მსახიობი):“ ჩვენ ვგრძნობდით რომ რაღაც მეხი უნდა გავარდნილიყო, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყი, მაინც არ გვეგონა რომ ასე გაგვწირავდნენ. ჭორის დონეზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფულს აგროვებდნენ, იარაღდებოდნენ,
ჩემი თავიდან გამომდინარე ვერ ვიფიქრებდი! უპირველესად ასეთ შეკითხავს ვსვამდი – მე გავაკეთები თუ არა ამას? ვეღარ ვუშვებდი, რომ ჩემი გუშინდელი ამხანაგი, ხვალ ჩემი შვილის მოსაკლავად აღმართავდა ხელს!“

15 ივლისს 12 საათზე აფხაზეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ა. გოგიას ხელმძღვანელობით, რომელიც ამავდროულად სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ თავმჯდომარეც იყო, გაიმართა მიტინგი, თუმცა მიტინგი, ალბათ არ არის ის სიტყვა,რომელიც იმ თავყრილობას შეიძლება დაერქვას, ეს გახლდათ საბრძოლო ძალების დათვალიერება.

დღისით – მზისით, ათასობით შეიარაღებული აფხაზი აღგზნებული უსმენდა გამომსვლელთა შეძახილებს: „სიკვდილი ქართველებს!” „მოვაწყოთ მეორე ფერღანა!” მომიტინგეებს იქაურ ხელისუფალთა შიში არ ქონდათ, შიში კი არა, პირიქით, ერთიმეორეზე მეტად აქტიურობდნენ. აქაოდა, დეზერტირები არავის ვეგონოთო.

აფხაზეთის ხელისუფალნი ვახსენეთ, როგორ გგონიათ, სად იყვნენ ისინი ამ დროს? სად და ყველას დასანახად ისინიც შეიარაღებულ აფხაზთა შორის იდგნენ. სწორედ ისინი ხელმძღვანელობდნენ ამ სისხლიან აქციას. აი, ისინიც: კობახია, გოგია, გვარამია, ოზგანი, ბაგაპში, ტარკილი, ვოზბა, მარხოლია, კეხერიპა და კიდევ სხვანი..

პირველი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გახლდათ, მეორე – აფხაზეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, მესამე – აფხაზეთის უნივერსიტეტის რექტორი, მეოთხე – გუდაუთის რაიკომის პირველი მდივანი, მეხუთე – ოჩამჩირის რაიკომის პირველი მდივანი, მეექვსე – აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი, მეშვიდე გაზეთ „ბზიფის“ რედაქტორის მოადგილე. მერვე პროფსაბჭოს განყოფილების გამგე, მეცხრე სკოლის დირექტორი. ესენი ყველანი „აიდგილარას” წევრები ან მისი თანამგრძნობნი არიან.

13 საათზე სასტიკად სცემეს სამ ქართველ პოლიცილეს, რომლებიც ცდილობდნენ საჭმლის და წყლის მიწოდებას კომისიის დატყვევებული წევრებისთვის.

14 საათზე სცემს სკოლასთან იმავე მიზნით მისულ ქალაქის მილიციის უფროსს – რაფავას. ააგლიჯეს სამხრეები, დაუმტვრიეს მანქანა.

19 საათზე შეიჭრნენ სკოლის შენობაში. დაჭრეს კომისიის 8 წევრი, გაანადგურეს დოკუმენტები, იავარქმნეს რუსთაველის პორტრეტი და ბიუსტი, დალეწეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასწრაფო დახმარების მანქანები.

ამავე დროს შეიარაღებული ბრბო თავს დაესხა რუსთაველის პარკში შეკრებილ მომხდარი ამბებით თავზარდაცემულ, უაიარაღო ქართველობას, დაიჭრა 40 ადამიანი – უმრავლესობა ქართველი. ლურსმნიანი ჯოხებით თავში ცემით აწამეს ვოვა ვეკუა, რომელიც მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა

ვინ იცის რამდენ ხანს გასტანდა უდანაშაულო, უიარაღო ქართველების არაადამიანური, მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა, სვანეთიდან მოსული მაშველთა რაზმი რომ არ გამოჩენილიყო.აფხაზმა ექსტრემისტებმა მიაკითხეს ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, რათა შემდგომი მოქმედებებისთვის დირექტივები მიეღოთ. დაახლოებით 22 საათზე, მათთან გამოცხადნენ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე კობახია და საქართველოს კომპარტიის გუდაუთის და ოჩამჩირის რაიკომის პირველი მდივნები: ოზგანი და ბაგაპში.კობახიამ მიმართა შეიარღებულ ხალხს და ყველანი მინისტრთა საბჭოს შენობაში შეიყვანა. ჩამოგლიჯეს კაბინეტების კარებზე წარწერილი გვარები იმ თანამდებობის პირების, რომლებიც ეროვნებით ქართველები იყვნენ. შენობის სახურავიდან ჩამოგლიჯეს საქართველოს სახელმწიფო დროშა და აღმართეს ალამი წარწერთ – ССРА .

ექსტრემისტთა ლიდერები საკონფერენციო დარბაზში მორიგ დავალებებს იძლეოდნენ. არ ვიცი კონკრეტულად რა ითქვა იმ ღამეს მინისტრთა საბჭოს საკონფერენციო დარბაზში, მაგრამ იმის მიხედვით, მეორე დილით, 16 ივლისს, დაახლოებით 10-11 საათზე მინისტრთა საბჭოს შენობიდან გამოსულმა ოზგანმა რომ ბრძანება გასცა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ „შეიარაღებულმა კონფერენციამ“ რა გადაწყვეტილება მიიღო.
რაიკომის პირველი მდივანი მოიხმობს თავის ქვეშევრდომებს და უცხადებს: „გაძლევთ პარტიულ დავალებას, ჩათვალეთ რომ ამის შესახებ გეუბნებით პარტიის რაიკომის პირველი მდივნის კაბინეტში, თქვენ უნდა განაიარაღოთ გასამხედროებული არასაუწყებო დაცვა და შეაიარაღოთ ამ იარაღით აფხაზი ხალხი. ეცადეთ ეს ყველაფერი გააკეთოთ უხმაუროდ, იმოქმედეთ!“

შემდეგ რაც მოხდა კარგადაა აცნობილი, აფხაზი ეროვნების თანამდებობის პირებმა დაარიგეს იარაღი. 16 ივლისს, ფაქტობრივად, მთელი აფხაზობა კბილებამდე შეიარაღებული იყო. მათ განკარგულებაში გახლდათ საზღვაო ნავები და კატერები.თავდასხმა რკინიგზაზე, საავადმყოფოზე, არაადამიანური საქციელი აფხაზი ექიმებისა.იმავდროულად დასავლეთ საქართველოს აღშფოთებული მოსახლეობის აფხაზეთში შეჭრის შიშით, ოზგანი უკავშირდება მოსკოვს და საშველად უხმობს ჯარს. უცხადებს ხალხს, მალე აქ საბჭოთა არმიის შეიარაღებული ძალები გაჩნდებიანო, ასეც მოხდა..

ყველაფერს ერთ წერილში ვერ დაატევს კაცი, ყველა იმ ცოდვას, რაც აფხაზმა ექსტრემისტებმა იდვეს თავს სქელტანიანი ტომებიც ვერ დაიტევს, მაგრამ მათ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცოდვის ჩადენა მოსწონთ, ცოდვისთვის პასუხის მოთხოვნა კი არ ნებავთ, ასეთ “ჭკვიანთა“ საკრებულოა „აიდგილარა.“ ”

ნოდარ გრიგალაშვილი – 1990 წელი – “ლიტერატურული საქართველო”

აქვე – 1990 წლის 3 მარტს, გაზეთ “ბზიფში” დაბეჭდილი  ” ღია წერილი საქართველოს პროკურორს ვ.ა. რაზმაძეს https://lessonsgeo.wordpress.com/2015/02/19/%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE/