ტეგები

, , ,


“9 აპრილი  მხოლოდ დასაწყისი იყო. შემდეგ იქნება ჯეირნისთვალება ზვიადი თავისი გესტაპოთი, დანგრეული და გადამწვარი რუსთაველი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ომი ყველას წინააღმდეგ და  ათი ათასობით დაღუპული, მაგრამ, ეს მსხვერპლი  საინტერესო აღარავისთვის იქნება. თავისუფლება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა მოვა სიცივით, შიმშილით, უიმედობით, აყვავებული ქვეყნის ნგრევით.” ალ. ლებედი. 1995

 

ნათია ბაშალეიშვილი საქართველოს გმირი 16 წლის ასაკში, საკუთარი სიცოცხლის ფასად გახდა. ის  1989 წლის 9 აპრილის ღამეს საქართველოს  დამოუკიდებლობაზე ოცნებისთვის მოკლეს. ტრაგედიის წლისთავზე ნათიას დედამ  გაზეთ  “ახალგაზრდა ივერიელის” კორესპონდენტს უთხრა:

9 apr 2“იმ საღამოს თერთმეტ საათზე, ნათია თამუნა ჭოველიძეს უნდა შეხვედროდა, რომ მიდიოდა ნათიას ვუთხარი: სიკვდილს დიდი დახვედრა უნდა, შვილო, ჩვენ არა ვართ მზად ამისთვის, ახალ ბინაში ჯერ არ გადავსულვართ, ამ ჩვენს სარდაფში ყველაფერი მოუწესრიგებელია, ღამის 2 საათამდე დარჩით და მერე წამოდი – მეთქი. ნათიამ მიპასუხა: არ გრცხვენია დედა? აუცილებლად როკოკოები უნდა გვედგას სახლში, რომ მამულისათვის თავგანწირვაზე ამის შემდეგ ვიფიქრო? ყველამ რომ ასე იფიქროს, ერის საქმეს ვიღა შეეწირება, თუ სიკვდილია, ასედაც მშვენივრად მოვკვდებიო. ის თითქოს უკვე შემზადებული იყო საამისოდ და წინასწარ განაცხადა ეს.”

 

9 aprნათიას და თამუნას  თანატოლი იყო ეკა ბეჟანიშვილიც –  მეათე კლასის მოსწავლე. საბჭოთა სადამსჯელო მანქანამ  ისიც უსასტიკესად დასაჯა დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნებისთვის. 9 აპრილის დანაშაულის წლისთავზე არც ეკა ბეჟანიშვილის დედა ნანობდა იმ საბედისწერო ღამეს, რუსთაველის პროსპექტზე, შვილთან ერთად ყოფნას: “ეკა მართლია თავის საქციელში, ეკა მართალია თავის თავისა და ქვეყნის წინაშე. მეც მართალი ვარ, რომ იქ მივედი. ეკა ამბობდა: თუ ბევრი ვიქნებით, მტერი ვერ მოგვერევაო.”

 

 

lebedეს გენერალი ლებედია. 1988 წლის მარტიდან  სსრკ არმიის 106-ს საჰაერო-სადესანტო დივიზიას მეთაურობდა. სწორედ ეს დივიზია მონაწილეობდა უსასტიკეს სამხედრო – სადამსჯელო ოპერაციებში თბილისში 1989 წლის აპრილში, ბაქოში – 1990 წლის იანვარში. 1996 წელს ალექსანდ ლებედის რეკომენდაციით დაინიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტზე 1989 წლის 9 აპრილის ჯალათი იგორ როდიონოვი.  1998 – ში ლებედის მხარდამჭერი და კრასნოიარსკის მხარეში მისი საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი იყო რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი  ბიძინა ივანიშვილი. 9 აპრილის ტრაგედიიდან 10 წელიც არ იყო გასული,  სოხუმის დაცემიდან  5 წელი. ლებედი არც აფხაზეთში გამოკლებია საქართველოს სადამსჯელო ოპერაციას.

წაიკითხეთ როგორ აღწერდა საკუთარ მემუარებში ეს რუსი გენერალი 1989 წლის 9 აპრილის კოშმარს, როგორ ამართლებდა ორლესული ნიჩბებით მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას, მათ შორის მოზარდების, მოხუცების, როგორ ადარებდა მათ  “სამსხვერპლო ცხვრებს.”

“5 აპრილს ძალიან დაიძაბა ვითარება თბილისში. საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის ჯუმბერ პატიაშვილის  თხოვნით მიღებულ იქნა  გადაწყვეტილება თბილისში ჯარის შეყვანის თაობაზე. რომლის? რა თქმა უნდა საჰაერო – სადესანტო დივიზიის ნაწილის. მან 1989 წლის 15 თებერვალს  დატოვა ავღანეთი,  სადაც 1979 წლის თებერვლიდან  ომობდა და სად გადაინაცვლა? აზებაიჯანის რესპუბლიკაში – განჯაში. გავიხსენოთ ყარაბაღი, ბაქო, სუმგაითი, ეს პოლკი ისევ ცხელ წერტილში იყო.

როგორ უნდა ემოქმედათ ჯარისკაცებს?  ვითარების შესაბამისად. უნდა დახმარებოდნენ პარტიულ და სამართალდამცევლ ორგანოებს წესრიგის დამყარებაში. პოლკი იდგა და ელოდა. მიტინგი მეორე კვირა გრძელდებოდა,  მისი მონაწილეები იყვნენ: ქალები, კაცები, სხვადასხვა ასაკის ადამიანები. მთავრობის სახლის წინ იწვნენ მოშიმშილეები, ჯარისკაცები  კი იდგნენ ელოდნენ. ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება!“ „დამოუკიდებლობა!“ „სუვერენიტეტი!“ “ოკუპანტები!“ „ნაძირლები! “ ჯარისკაცები ელოდნენ, კბილებს აღჭრიალებდნენ. როგორია? შენ  კეთილსინდისიერად იომე  სისხლში, ჭუჭყში, იომე იქ,  სადაც სამშობლომ გაგაგზავნა, გადარჩი, დაბრუნდი მშობლიურ მიწაზე და ისმენ გეძახიან: „ ოკუპანტებო!“ უსამართლობამ შესაძლოა დაგახრჩოს!  ჯარისკაცები მაინც იდგნენ და ელოდნენ. ვიღაცეებისთვის კი არ იყო ხელსაყრელი რუსი სამხედროების  ეს ვაჟკაცური საქციელი.

რევოლუციონრებს სისხლი სწყურიათ  –   სამსხვერპლო ცხვრების სისხლი. მათ, ცხვრებმა, საკუთარი სისხლით უნდა მორწყან რევოლუცია. გათვლა მარტივია: პროვოკაცია.. მერე დეტალებს ყველა დაივიწყებს, მსხვერპლი კი დარჩება, როგორც სიმბოლო, როგორ მოწოდება ბრძოლის, შურისძიების…

apმომიტინგეების მხრიდან მუქარა და ქვების სროლა მატულობდა, ჯარისკაცებს შორის იყვნენ დაჭრილები, საჭირო  იყო მოქმედება, საჭირო იყო  სატვირთო მანქანების  მოცილება ქვების წვიმის შესაჩერებლად. მიზანი მხოლოდ ეს იყო და დაიწყო მოქმედება, მოედანზე კი პანიკა შეიქმნა.  საერთო ჯამში დაიღუპა  18. აქედან  –  16 ქალი, სხვადასხვა ასაკისანი, 16 -დან 71 წლის ჩათვლით. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. შემდეგ იქნება ჯეირნისთვალება ზვიადი თავისი გესტაპოთი, დანგრეული და გადამწვარი რუსთაველი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ომი ყველას წინააღმდეგ და ათი ათასობით დაღუპული, მაგრამ, ეს მსხვერპლი  საინტერესო აღარავისთვის იქნება. თავისუფლება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა მოვა სიცივით, შიმშილით, უიმედობით, აყვავებული ქვეყნის ნგრევით.”