ტეგები

, ,


ბედიის მონასტერიფოტოზე: აფხაზეთი ( საქართველო) ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი –  ბედიის მონასტერი

სეპარატისტულად განწყობილი ჯგუფის მიერ სოფელ ლიხნში ორგანიზებილ აფხაზების დიდ შეკრებას და იქ, სსრკ უმაღლესი ხელმძღვანელობის სახელზე მიღებულ მიმართვას გამოეხმაურა საქართველოს საბჭოთა ხელმძღანელობა. მან დაგმო  ლიხნის შეკრებაც და ამ შეკრებაში აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი პირების მონაწილეობაც. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ეს რეაქცია განიხილეს და მოიწონეს 1989 წლის 27 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე. იმ დღევანდელი გამოსვლების შინაარსი შემოგვინახა უნივერსიტეტის გამოცემამ: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წვერ-კორეპონდენტმა ლევან ალექსიძემ განაცხდა, რომ აფხაზთა მოთხოვნას არ გააჩნია არავითარი იურიდიული საფუძველი. ავტონომიური რესუბლიკა სუვერენული სახელმწიფო არ არის და მას გამოყოფის უფლება არა აქვს. ეს არის კონსტიტუციური დებულება. ასე რომ აფხაზთა ერთი ნაწილის მიერ დასმული საკითხი ძირშივე ეწინააღმდეგება არსებულ კონსტიტუციას. ვრცელი სიტყვა წარმოთვა სსრ კავშირის მეციერებათა აკადემიის აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ: „აფხაზეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხზე მიღებულია კარგი დადგენილება. მასში ოფიციალურად არის დაგმობილი ის აქციები, რომლებიც გაატარა აფხაზეთის მთავრობამ. ამ დოკუმენტით გათვალისწინებულია სათანადო ზომების გატარება. თუ აქამდე ყოველთვის მიჩუმათების პოლიტიკას ვატარებდით, ამ დადგენილებაში პირდაპირი მოთხოვნაა აფხაზთა აქციების დაგმობის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. შემთხვევითი არ იყო დღევანდელი სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე ღელვა და რეპლიკები. ჩვენ, ინტელიგენცია, ინტელექტუალური წრეების წარმომადგენლები ყოველთვის თავს ვიცავთ შემოტევებისგან, აქედან გამომდინარე ყოველთვის ვაგვიანებთ, ეს შემთხვევაც კარგი მაგალითია ამისა. ახალი შემოტევა დაიწყო ჩვენს უნივერსიტეტზე, ჩვენივე მოძმე ხალხის – აფხაზების და ჩვენივე განუყოფელი რეგიონის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხრით და ისინი, ამ თვალსაზრისით უფრო მომზადებულები აღმოჩდნენ. პრობლემას ორი მხარე აქვს: პოლიტიკური და მეცნიერული. პოლიტიკურ მოთხოვნებს, თითქმის, მეცნიერულად ასაბუთებენ, ამართლებენ, შეტევაზე არიან გადმოსულები, ჩვენ კი ყოველმხრივ არა ვართ მზად, რომ პასუხი გავცეთ თუნდაც იმ უსაფუძვლო მეცნიერულ პრეტენზიებს, რომლებიც მათ აქვთ ენის, ისტორიის, ტოპონიმიკის საკითხებში. ამას ბევრი სხვადასხვა ობიექტური მიზეზი აქვს, ქართველ მეცნიერებს ამა თუ იმ საკითხზე თავიანთი აზრის გამოთქმის საშუალება არ ჰქონდათ. გარკვეული თვალსაზრისით შეზღუდულები იყვნენ. ბევრი რამ დღემდე მეცნიერულად შესწავლილი არაა. ვცოდავთ ისტორიკოსები, ენათმეცნიერები, კულტურის ისტორიკოსები, და რადგან ბევრი რამ გამოკვლეული არაა, ამით ერთგვარად სარგებლობენ და შეტევაზე გადმოდიან, ჩვენ კი, ფაქტიურად ყოველთვის თავს ვიცავთ. აფხაზეთის ტელევიზიაში მთელი კამპანიაა იმის თაობზე, რომ აფხაზებმა შეუქმნეს დამწერლობა მთელ ცივილიზებულ სამყაროს ან რა ხდება ტოპონიმიკაში? აფხაზები მოთხოვნას აყენებენ, აფხაზურად შეიცვალოს აფხაზეთის მთელი ტოპონიმიკა. ეს დაუშვებელი ამბავია, ისტორიის გაყალბებაა. ტოპონიმიკა ქვეყნის ისტორიაა, მიწაზე დაწერილი მატიანე, მთლიანად რომ შეერქვას მთელი აფხაზეთის ტერიტორიას აფხაზური სახელები, რას გამოიწვევს ეს? მომავალში აფხაზთა ავტონოხთონობის მტკიცებას ისტორიული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე. მსჯელობა ამ საკითხზე ახლა კი არ უნდა ხდებოდეს, როცა შემოგვიტიეს, აქამდე უნდა მომხდარიყო, უნდა ვაღიართ მუდამ არიერგარდში ყოფნა არ არის ხელსაყრელი. მე ვთვლი, რომ ჩვენი სტუდენტობა ამ თვალსაზრისით გაცილებით წინაა, მაგრამ ხშირად სტუდენტობას არა აქვს ის ცოდნა და მოვლენების შეფასების ის უნარი და გამოცდილება, რაც მათ მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ. მიუხედავად ამისა, სწორედ ისინი იღებენ ინიციატივას და მხოლოდ შემდგომ გამოვდივართ ჩვენ, კარგი იქნებოდა ყოველთვის სტუდენტებთან ერთად ვყოფილიყავით.“

ლიხნის შეკრება “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში”https://lessonsgeo.wordpress.com/2014/10/29/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AC/