ტეგები

,


თენგიზ აბულაძის „მონანიების“ პრემიერით ჩვენს
ცხოვრებაში სრულიად ახალმა ეტაპმა შემოაბიჯა და ჩვენ დავიწყეთ” ტაძრისკენ გზის” ძებნა მონანიების გარეშე
აბუ

გაზეთი კომუნისტი
1988 წლის 20 დეკემბერი

„თითქოს დამთავრდა აჟიოტაჟი რომელიც თენგიზ აბულაძის „მონანიებამ“ გამოიწვია, თითქოს დაცხრა ამ ფილმით გამოწვეული მღელვარება და უცხოეთშიც, თითქოს ამ ნაწარმოების შემქმნელებმაც მიითვალეს ყველა ქების სიტყვა და დაფნები, მაგრამ ეს-ეს არის ცნობილი გახდა, რომ კიდევ რამდენიმე პრიზი დაიმსახურა „მონანიების“ შემქმნელმა ჯგუფმა და მონაწილეებს გადაეცათ სსრ კავშირის კინომატოგრაფისტთა კავშირის პრიზები. როგორც ფილმის დამდგმელმა რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ თქვა, გადამღები ჯგუფის გადაწყვეტილებით პრემია გადაირიცხება სომხეთში მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდში”
___________________

1986 წლის ბოლოს, „მონანიების’ პრემიერით თითქოს ახალი ეპოქა დაიწყო საბჭოთა კავშირში. თენგიზ აბულაძის ფილმი ხალხმა „პერესტროიკის მერცხალად“ მონათლა. ცნობილია ერთი წერილის შესახებ, რომელიც „მონანიების“ დამდგმელმა რეჟისორმა ფილმის გამოსვლის შემდეგ ქუთაისიდან მიიღო: „მე ერთი მეწისქვილე კაცი ვარ, ჩემი დღე და მოსწრება წისქვილში მაქვს გატარებული. ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ, ჩემი აზრით, საჭიროა ეს ფილმი ყველამ ნახოს. რა თქმა უნდა, მას ყველა ვერ გაიგებს, მაგრამ არ შეიძლება ამ ფილმის ნახვის შემდეგ ადამიანი ცოტა უკეთესი არ გახდეს.”

„რარიგ დამღუპველია ადამიანისთვის ბილწთან ზავით შეკვრა, რარიგ საჭირო და აუცილებელია გაუტეხელი გულით და მოუღალავი მკლავით ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ. რარიგ მნიშვნელოვანია გულმხურვალე ვედრებითა და მონანიებით მოშუშება იმ წყლულებისა და იარებისა, რაც საუკუნეების მანძილზე მიაყენა ბოროტებამ კაცობრიობას!“ თენგიზ აბულაძის ამ სიტყვების აუდიო ჩანაწერი საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ოქროს ფონდმა შემოინახა და ამევე რადიოს ერთ-ერთმა გადაცემამ გაგვახსენა.