ტეგები


mitingi

1988 წლის შემოდგომით თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება თბილისში მიტინგებისა და კრებების მოწყობის შესახებ. მაშინდელი ეს გადაწყვეტილება “საქინფორმს” საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ი. ანდრიაძემ ასე განუმარტა: “ჩვენი საზოგადოება თანდათან სწავლობს დემოკრატიას. ჩვენ ყველანი გამოცდილების მეშვეობით ვეუფლებით საზოგადოებრივი ცხოვრების აქტუალური საკითხების გადაჭრაში ხალხის მონაწილეობის ამ ინსტრუმენტის საიდუმლოებებს. ამ ბოლოს დროს რესპუბლიკის დედაქალაში რადენიმე უსანქციო მიტინგი გაიმართა, ზოგჯერ მათი სტიქიური ხასიათი ხელს უშლიდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. თვით ვითარებაც ამ კრებებზე ხელს უშლიდა თავისუფალ აზრთა გაზიარებას და ვერ მოუტანდა სარგებლობას საერთო საქმეს. ამიტომ კრებებისა და მიტინგების მოწყობის პრაქტიკის მოსაწესრიგებლად თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა მიიღო სპეციალური გადაწყვეტილება. განსაზღვრულია კრებებისა და მიტინგების მოწყობის ადგილი. აღმასკომის სხდომაზე ამ საკითხის განხილვისას სხვადასხვა წინადადება გამოითქვა. მაგრამ ყველას აზრი ერთიანი იყო – ყველაზე შესაფერისი ადგილია თბილისის იპოდრომი. მას აქვს ვრცელი ტერიტორია, ახლოს არის ქალაქის ცენტრთან და ამავე დროს დაშორებულია გადატვირთულ სატრანსპორტო მაგისტარლებს.“

1988 წ. 12 ნოემბერს იპოდრომის მიდამოებში გამართულ მრავალათასიან მანიფესტაციაზე გაისმა მკვეთრად მოთხოვნა, რომელიც შემდეგ ეროვნული მოძრაობის მთავარ მოთხოვნად იქცა. ეს იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნა.