ტეგები

, ,


შიმშილობა

(1988 წლის აქცია თბილისში. ეროვნული ფოტომატიანე. მფლობელი ჯემალ სირბილაძე)

1988 წლის ნოემბრის ბოლოს საბჭოთა ხელისუფლებამ უკან წაიღო განზრახვა კონსტიტუციაში შეეტანა ის ცვლილებები, რომლებიც საბჭოთა რესპუბლიკებს წაართმევდა საბჭოთა კავშირიდან გასვლის ისედაც ფორმალურ უფლებას. მოსკოვში საკითხის განხილვის წინ თბილისში დაიწყო გრანდიოზული საპროტესტო მანიფესტაციები, მიმდინარეობდა შიმშილობის აქცია. როგორ  ჩაიტანა მაშინ მოსკოვში  საქართველოში არსებული განწყობა საქართველოს საბჭოთა ხელმძღვანელობამ?

სსრ კავშირის მეთერთმეტე მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე მეთორმეტე სესია,  დეპუტატ ჯ. ი. პატიაშვილის სიტყვა

“არ შემიძლია და არც ვცდილობ დავმალო ჩემი მღელვარება, რადგან იმისადმი, რაც ამ დარბაზში ხდება, დღეს მოპყრობილია მთელი ქვეყნის, ყველა რესპუბლიკის განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენ დეპუტატებმა უნდა მივიღოთ პასუხსაგები გადაწყვეტილებანი, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი საზოგადოების, საბჭოთა სახელმწიფოებრიობის, მთლიანად სოციალიზმის მომავალს.

ჩვენი საკუთარი გამოცდილებიდან დავრწმუნდით, რომ დემოკრატიული მეთოდებით საზოგადოების მართვა განუზომლად უფრო რთულია, ვიდე ავტორიტარული მეთოდებით. მაგრამ, დემოკრატია საზოგადოებრივი ატმოსფეროს გაჯანსაღების, პიროვნების სოციალური დაკომპლექსების დაძლევის ერთადერთი გზაა. ჩვენს ქვეყანაში შექმნილ, ნამდვილად მაქსიმალურად, ხელშემწყობ პირობებს იმისთვის, რომ ხალხს სრულიად გამოევლინა თავისი ნება-სურვილი, არ შეიძლება არ მოჰყოლოდა აზრთა გარკევული პოლარიზაცია…..

სესიის მუშაობისადამი ინტერესი რესპუბლიკაში უდიდესია. გაიმართა მრავალათასიანი მანიფესტაციები დედაქალაქში. დღეს, მიხეილ სერგის ძევ, თბილისში გამართულ მიტინგზე წაიკითხეს თქვენი გულთბილი მიმართვა საბჭოთა საქართველოს მშრომელებისადმი. იგი უდიდესი აღფრთოვანებითა და გაგებით აღიქვეს.

თუ უკუვაგდებთ ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონის საწინააღმდეგო მსჯელობას, ყურადღება უმთავრესად მიპყრობილი იყო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი წყობილების, ფედერალური და რესპუბლიკური ინტერესების ორგანული შერწყმის პრობლემებზე და ამ თვალსაზარისით სსრ კავშირის კონსტიტუციის ცვლილებათა და დამატებათა კანონის პოროექტის 108-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და 119-ე მუხლის მე-13 პუნქტზე.
ამის მიზეზს ღრმად აქვს გადგმული ფესვები ეროვნულ ფსიქოლოგიაში და მინდა ერთგვარი განმარტება მივცე დეპუტატებს. მთელი უკანასკნელი საუკუნეების მანძილზე ქართველი ხალხისა და საქართველოს სხვა ხალხების ისტორიული მიზანი იყო ბძოლა გადარჩენისა და ერთიანი სახელმწიფოს შექმნისთვის. რუსეთის მფარველობაში შესვლამ ქართველ ერი იხსნა ფიზიკური მოსპობისგან. იხსნა, თუმცა მწვავე დემოგრაფიული პრობლემები კვლავინდებურად დარჩა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ჭეშმარიტი სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი საქართველომ დიდი ოქტომბრის სოციალისტრი რევოლუციის გამარჯვების შემდეგ აღიდგინა..

სუვერენიტეტის ნამდვილი პატივისცემა იმის შესანიშნავი საფუძველია, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ხალხთა მეგობრობა და ძმობა. ჩამოვუყალიბოთ უნინარეს ყოვლისა ჩვენს ახალგაზრდობას ნამდვილი ინტერნაციონალური შეხედულებანი. ეროვნული კულტურის სიყვარული და პატივისცემა, ყოველივე ეს უწმინდესი და მარადიული თაყვანისცემის საგანია და არანაირი ჯურის პროვოკატორებს და წამქეზებლებს არ მივცემთ უფლებას თესავდნენ და აღვივებდნენ ეროვანებთაშორის შუღლს.”