ტეგები

, ,


1988 წლის თებერვალში გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა პასკვილი, რომლის ავტორიც ვინმე დემურ იოსელიანი გახლდათ. მისი „ნამოღვაწარი“ იყო საბჭოთა პროპაგანდის რეაქცია დასავლეთის მედიისთვის ზვიად გამსახურდიას მიერ მიცემულ ინტერვიუზე, რომელშიც გამსახურდიამ დაგმო საბჭოთა ხელისუფლება საქართველოში წამოწყებული რიგი პროქტების გამო. ეს პროექტები მაშინდელი საზოგადოების ნაწილში მკვეთრ პროტესტს იწვევდა, განსაკუთრებით ტრანსკავკასიური რკინიზის მშენებლობა. მისი მოწინააღმდეგეები მიიჩნევდნენ, რომ მშენებლობა დააზიანებდა ეკოლოგიას და განადგურებით დაემუქრებოდა კულტურის ძეგლებს.
ზვიად

გავიხსენოთ რა საინტერესო მიმართულებებით ცდილობდა ათეისტური საბჭოთა იმპერიის პრესა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის დისკრედიტაციას.

შეიცან თავი შენი
——————————————————-
შტრიხები ზვიად გამსახურდიას პორტრეტისთვის

გაზეთი ‘კომუნისტი“
1988 წლის 28 თებერვალი
ავტორი – დემურ იოსელიანი

„უთუოდ განათლებული კაცია, ბევრი უნახავს, ბევრი წაუკითხავს, მაგრამ უგანათლებულესი და უნიჭიერესი ადამიანიც რომ მოხვდეს ჭაში, იქიდან რაც არ უნდა ეცადოს, მაინც ცოტას დაინახავს, მით უმეტეს, თუ ხშირად არ ამოიხედავს.ნუ გვიწყენს ასეთი შედარებისთვის, მაგრამ ზვიად გამსახურდია ჭაში მოხვედრილსა გავს, ოღონდ ეს არის, იგი იქ ნებით ჩასულია, ამ ქვეყნის სიკეთე რომ არა დაინახოს რა.

დღე ისე არ დაღამდება და არც გათენდება, რაიმე ნაკლი არ გამოჩხრიკოს, საჩივრის წერილი არ დაწეროს ან ტელეფონით არ დარეკოს და არ ამცნოს უცხოელ ჟურნალისტებს, თუ როგორ დევნიან, როგორ ავიწროვებენ პირადად მას ( უპირველესად საკუთარ თავზე ზრუნავს) და შემდეგ საქვეყნო საქმეზე, სავალალო მდგომარეობაშიაო ქართული კულტურის ძეგლები, დაჩაგრულიაო ქართული ენა, შევიწროვებულიაო ქართული ეკლესია და ა.შ…”

შემდეგ ავტორი წერს:

“საქართველოს ისტორიასაც არ ახსოვს ქართული ენისადმი ისეთი კონკრეტული ზრუნვა, როგორიც ბოლო წლებში ვლინდება.. განა ყოველივე ამას დანახვა არ უნდა? და განა თვითონ არ განაცხადა თავის მონანიებაში: „ ამაზე თვალის დახუჭვა მხოლოდ ავისმჩხრეკელს თუ შეუძლიაო.“ მაგრამ მონანიების შემდეგ ჭაში ხელმეორედ ძალად ჩასულმა შესაძლოა მართლაც ვერ დაინახოს, თუმცა ახლა ისიც კი ჰგონია, რომ ერთადერთი თვალახელილია ამ ქვეყანაზე. ალბათ არ დაიჯერებთ, აზვიადებთ, ამას როგორ იტყოდაო? გადავშალოთ ზ. გამსახურდიას ახლახანს დასტამბული „იგავები და ზღაპრები“ და 36 -ე გევრდზე წავიკითხოთ იგავი ‘ბრმების ქვეყანა…

ახლა კი დროა პორტრეტის დასასრულისა, თუმცა კიდევ ერთი შტრიხია გასავლელი მისი პირადი ხასიათის გამოსაკვეთად.
ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ზვიად გამსახურდიას ერთ დროს სურვილი აღეძრა მღვდლად კურთხევისა, რათა შემდგომ მღვდელმთავრობა მიეღო, მაგრამ მის ასეთ ზრახვას წინ აღუდგა კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და არათუ მღვდლად არ აკურთხა, მკაცრად და კატეგორიულად აუკრძალა ეკლესიაში აქტიურობა და ურთიერთობა მღველმსახურებთან და მრევლთან. ზ. გამსახურდიამ ეს წყენა ვერაფერით ვერ მოინელა და მას შემედგ წერილს წერილზე სწერდა, ათასგვარ ცილს სწამებდა ქართული ეკლესიის მესვეურთ.“