ტეგები

,


1988-ში, როცა საბჭოთა საქართველოს მწერლობა მწერალთა კავშირის მეათე ყრილობის შესახვედრად ემზადებოდა, მწერალთა კავშირის მდივანმა ჯანსუღ ჩარკვიანმა გამოაქვეყნა თავისი წინასაყრილობო მიმართვა. შემოგთავაზებთ მცირე ამონარიდს ამ მიმართვიდან იმის კიდევ ერთხელ გასააზრებლად – რა ჩვევების და მენტალიტეტის „ელიტა“ შექმნა საბჭოთა რეალობამ.

საბჭოთა კავშირში უკვე ე.წ. „პერესტროიკის“ ამინდი იდგა. საქართველოში დიდი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა იწყებოდა, ჯანსუღ ჩარკვიანი კი მწერლებს ასე მიმართავდა:
ჯანსუგ

“საქართველოს კომპარტიის 27-ე ყრილობაზე რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ამხანაგმა ჯუმბერ პატიაშვილმა მკაფიოდ და დაბეჯითებით მოგვიწოდა დისციპლინისა და წესრიგის განმტკიცებისკენ, ლიტერატურის ხელოვნების და მეცნიერების აღორძინებისთვის, კეთილსინდისიერი და პატიოსანი შრომისთვის…

კომუნისტური პარტიიის პროგრამაში საჩინოდ წერია: ჩვენში ფართო გზაა თავისუფალი შემოქმედებისთვისო, თუ იმასაც დავამატებთ, რომ პარტია პატივს სცემს ტალანტს, აქედან დავასკვნათ, რომ ნიჭიერი კაცი უფლებამოსილია ეძიოს, ეძიოს გაბედულად.

პარტია უფრთხილდება ტალანტს.“ ტალანტს, რომელსაც თან ახლავს ჯანმრთელი საზოგადოებრივი აზრი. ქართულ მწერლობას ნიჭიერი კაცი არ აკლია, ქართული მწერლობისთვის ტალანტი და ძიება უცხო არაა…

ყველა მწერალი მოვალეა მტკიცედ და განუხრელად ახორციელებდეს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის გენერალურ ხაზს, რაზმავდეს ხალხს მამულის ჭირსა და ლხინში. ერთ ჭეშმარიტებაზეც მოგახსენებთ: ვინ არ იცის, რომ მწერალი უნდა იყოს სამაგალითო დისციპლინისა.”

ჯანუღ ჩარკვიანი
საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი
1988 წელი