ტეგები

,


“დამოუკიდებლობის გაკვეთილები” იხსენებს იმ მნიშვნელოვან ფაქტებსაც, რომლებიც საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის აზვირთებისას ჩვენგან მოშორებით ხდებოდა და ჩვენს რეალობას ცვლიდა.
დაშვება

1987 წლის 28 მაისს, სწორდ იმ დღეს, როცა მთელს საბჭოთა კავშირში მესაზღვრის დღეს აღნიშნავდნენ, 19 წლის ჰამბურგელმა თინეიჯერმა მათიას რუსტმა ოთხადგილიანი „ჩესნას“ ტიპის თვითმფრინავით საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცე დაარღვია. რუსტის თვითმფრინავმა მოსკოვამდე ჩააღწია და წითელ მოედანს რამდენჯერმე შემოუფრინა. თავზეხელაღებულმა მფირნავმა თავისი საჰაერო აპარატი იქვე, ხიდზე დასვა. ეს ამბავი „პერესტროიკის“ დროს მოხდა. მსოფლიოს საბჭოთა კავშირის უძლეველობის ჯერ კიდევ სჯეროდა… „მე მაშინ არ ვეძებდი დიდებას, მსურდა საზოგადოების შეჯანჯღარება,“ – თქვა მოგვიანებით რუსტმა.

ვიდრე დააპატიმრებდნენ, გერმანელმა ახალგაზრდამ მოასწრო გარშემოხვეული მოსკოველებისთვის განემარტა, რომ მოსკოვში დასავლეთ გერმანიიდან ჩაფრინდა და, რომ ამ საქციელით გორბაჩოვისთვის თავისი სამშვიდობო გზავნილის გადაცემა სურდა. რუსტს არა ერთხელ აღუნიშნავს, რომ მაშინ, მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება აწუხებდა.

საბჭოთა კავშირის დაუპატიჟებელ სტუმარს – საჰაერო სივრცის დარღვევისა და ხულიგნობისთვის – 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, საბჭოთა ხელმძღვანელობამ მათიას რუსტი ვადაზე ადრე გაანთავისუფლა.

1987 წლის 28 მაისს მომხდარის გამო მიხეილ გორბაჩოვმა სამსახურიდან დაითხოვა თავდაცვის მინისტრი, საჰაერო თავდაცვის სარდალი ( ორივე გორბაჩოვის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად მოიაზრებოდნენ) ასევე 300 ამდე მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე.