ტეგები

,


კაკო
“არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ქურდობა, ფლანგვა, მექრთამეობა, ხალტურა, გამომძალველობა არ მოისპობა სსრკ-ში. ეს გახლავთ სრული და საყოველთაო უნდობლობა კომუნისტური სიტყვისა და საქმისადმი, ” – აღნიშნავს აკაკი ბაქრაძე საბჭოთა პერიოდის თავის ერთ-ერთ წერილში და მოგვიანებით დასძენს:

“ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე საბჭთა ხალხმა კარგად გააცნობიერა და გაიგო, სად ცხოვრობს და ვისთან აქვს საქმე. პროტესტის საყოველთაოდ აღიარებულ რომელიმე ფორმას ( გაფიცვა, მიტინგი, დემონსტრაცია) იგი ვერ მიმართავს. ამისთვის მას სრული გაჟუჟვა ელის. მაგრამ ხალხს არ შეუძლია გულხელდაკრეფილი იდგეს და ხმისამოუღებლად უყუროს, როგორ ატყავებს მას კომუნისტური ელიტა. უნდა იბრძოლოს, თავი დაიცვას და საბჭოთა ხალხიც მიმართავს პროტესტის მისთვის ხელმისაწვდომ საშუალებას – ქურდობას, ფლანგვას, ხალტურას და ა.შ. დიახ, ეს პროტესტის ფორმებია, მაგრამ მახინჯი. რა ჰქნას ხალხმა, პროტესტის სხვა საშუალება არა აქვს და მიმართავს იმას, რაც გამოძებნა. ამიტომ გავრცელდა ტოტალური ფლანგვა, ხალტურა, ქურდობა, კომბინაცია.. ამიტომ სარგებლობს პატივისცემით ქურდი, კომბინატორი, მფლანგველი, ხალტურისტი.. ისინი ხალხმა პროტესტანტებნად მიიჩნია და „კაი ბიჭის“ რეპუტაცია დაუმკვიდრა.

სად მიგვიყვანს პროტესტის , ბრძოლის ამგვარი მახინჯი ფორმა? აუცილებელ და გარდაუვალ კატასტროფამდე. ოღონდ არა მარტო საბჭოთა ხელისუფლების კატასტროფამდე, არამედ ხალხის დაღუპვამდე.

პროტესტის ეს მახინჯი ფორმები ხრწნის ხალხის ფსიქიკას, შლის მის სულიერ სიმტკიცეს, სპობს შრომისადმი პატივისცემას. ყველა დროში, ყველა ეპოქაში ხალხი ხელისუფლებას ებრძოდა და ებრძვის კანონიერების დაცვის პოზიციიდან. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ხალხი ხელისუფლებას ებრძვის კანონიერების დარღვევის პოზიციიდან არის სსრკ.”

1980
“დაკვირვებანი”