ტეგები

,


anatoli axali
1987 -ში, საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა დაეწყო პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ცნობილი საბჭოთა დისიდენტები გადასახლებებიდან შინ დაბრუნდნენ, მაგრამ მათთან ერთად თავისუფლება ვერ იგემა სახელგანთქმულმა პუბლიცისტმა და უფლებადამცველმა ანატოლი მარჩენკომ. ის პატიმრობაში, 1986 წლის 8 დეკემბერს, ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად გარდაიცვალა. პროტესტის უკიდურესი ზომის გამოყენებით, მარჩენკო, მთელი საბჭოთა კავშირის მასტაბით, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდა.

ანატოლი მარჩენკოს გარდაცვალებამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა საბჭოთა დისიდენტურ წრეებსა და დასავლეთის პრესაში. ცნობილია, რომ ამ ტრაგიკული ფაქტიდან რამდენიმე დღეში მიხეილ გორბაჩოვმა ქალაქ გორკში, იქ გადასახლებაში მყოფ ანდრეი სახაროვს დაურეკა და მას და მის მეუღლეს მოსკოვში დაბრუნების ნებართვა მისცა.ასე დაიწყო მთელი პროცესი…

„მე დავასრულე წიგნი.. პოლიტპატიმრებისთვის საბჭოთა ბანაკები დღესაც ისეთივე საშინელებაა, როგორიც სტალინის დროს იყო. ჩემი სურვილია, საბჭოთა ბანაკებისა და ციხეების შესახებ ეს ჩანაწერები წაიკითხონ სხვა ქვეყნებში. მათ კი, საბერძნეთსა და პორტუგალიაში პოლიტპატიმრების უფლებების დაცვის მოწოდებებით რომ გამოდიან, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ იქნებ კითხონ საბჭოთა კოლეგებს – რა გააკეთეს იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანაში პოლიტპატიმრებს არ აშიმშილებდნენ? თუ გაქვთ ცოტა სინდისი და სამშობლოს სულ მცირე სიყვარული – დაიცავით პოლიტპატიმრები და შეაჩერეთ დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ. დანაშაული ხომ სამოქალაქო გულგრილობიდან იწყება.“ ანატოლი მარჩენკო.

ბოლო ჯერზე ის 1981 წელს დააპატიმრეს და ანტისაბჭოთა აგიტაცია- -პროპაგანდისთის 10 წლით პატიმრობა და 5 წლით გადასახლება მიუსაჯეს.