ტეგები

,


საბჭოთა მემკვიდრეობა იმაზე მძიმე ტვირთი აღმოჩდა, ვიდრე ეს საბჭოთა კავშირის დასასრულს წარმოგვედგინა. ის დღევანდელობის მძიმე ტვირთიცაა, ამიტომ გახსენებთ..
ედუ
კიდევ ერთი ამონარიდი აკაკი ბაქრაძის 1980 წლის “დაკვირვებანი”-დან

“დღეს სსრკ -ში ხოტბას ასხამენ ბრეჟნევის „მცირე მიწას,“ „აღორძინებას,“ „ყამირს,“ სიბრძნის წყაროდ არიან ისინი გამოცხადებული. ქართული ბრეჟნევიადაც ამას ქადაგებს. იხილეთ ნ.დუმბაძის ( „კომუნისტი“ 1979 წ. 30 იანვარი) ელ.მაღრაძის (წიგნი ‘გულითა მართლითა“) გ. ციციშვილის ( ერთდროულად ორი სტატია, ერთი 1979 წლის 27 აპრილის ‘სოფლის ცხოვრებაში“ და მეორე იმავე დღის ‘ლიტერატურულ საქართველოში“) დ სტურუას ( „კომუნისტი“ 1979 წ.13 იანვარი) და სხვათა პანეგირიკები. აქებენ და ადიდებენ არა იმიტომ, რომ მართლაც აქვთ რაიმე აზრობრივი ან მხატვრული ღირებულება, არამედ იმიტომ, რომ ამჟამად ბრეჟნევს პარტიისა და ქვეყნის მეთაურის ადგილი უჭირავს. ხვალ, როცა ბრეჟნევი აღარ იქნება, მის წიგნებს დღევანდელი მეხოტბენი ანეგდოტის საგნად გახდიან. ასეთია კომპარტიის მიერ დანგრეული ზნეობის ლოგიკა. ამას ადასტურებს ტროცკის, ბუხარინის, სტალინის, ბერიას, ხრუშჩოვის წიგნების ბედი. იგივე ელის ბრეჟნევსაც, მაინც გვატყუებენ ..

როცა მლიქვნელობა და სერვილიზმი საერთო სახალხო ზნეობა ხდება ცხადია, ამ საზოგადოებას არაფერი კეთილი არ ელის.”