ტეგები

,


“დამოუკიდებლობის გაკვეთილები” შეგახსენთ საბჭოთა კავშირის უკანასკნელ წლებში, რას გვეუბნებოდა  ზოგიერთი საბჭოთა პოეტი ქართველების და რუსების “‘შეჭმარიტ მეგობრობაზე.”
ირაკლი

1986 წლის მიწურილს თბილისში ალექსანდრე ჭავჭავაძის 200 წლის იუბილე აღნიშნეს. შემოგთავაზებთ ამონარიდს ამ ღონისძიებაზე წარმოთქმული სიტყვიდან, რომელიც  საბჭოთა  პოეტს ირაკლი აბაშიძეს ეკუთვნოდა.

——————————————
ირაკლი აბაშიძის სიტყვა
ლიტერატურიული საქართველო
17 ოქტომბერი, 1986 წელი
———————————————-

“ალექსანდრე ჭავჭავაძის ორასწლოვანი იუბილე ჩვენ ბევრ რამეს გვაფიქრებინებს, პირველ რიგში კი ისევ ჩვენი მეგობრობის, მწერალთა და ხელოვნების ოსტატთა მეგობრობის საკითხზე.
ყველა დიდი წინაპრის ხსოვნის აღნიშვნას, რასაკვირველია, მაშინ აქვს აზრი და მნიშვნელობა, როცა მათი ცხოვრებისა და ღვაწლის მაგალითზე ჩვენი თანამედროვეობის პრობლემებსაც, ჩვენს საქმეებსაც შევამოწმებთ.

ალექსანდრე ჭავჭავაძის არა მარტო პოეტური მემკვიდრეობა, არამედ მთელი მისი ცხოვრება უსაზღვროდ ლამაზი და პოეტურია, ფართო, ყოველთვის უსაზღვროდ და ანგარიშმიუცემლად ფართო ქართული ხასიათით. გაიხსენეთ ბოროზდინი: „ თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის დამსახურება იმაშია, რომ მან თავისი სახლი აქცია ქართველი და რუსი ადამიანების მეგობრობის მტკიცე რგოლად, კავკასიაში სამსახურად გამწესებული ყველა რუსი მის სახლში სუნთქავდა მშობლიური ჰაერით, ყველა ქართველი მის სახლში იყო გულახდილი და შინაური.“

ჩემს ამ გამოსვლას სათაური რომ დასჭირვებოდა მე მას ასე დავახასიათებდი:- „შეჭმარიტი ორმხრივი მეგობრობა,“ ან კიდევ „მეგობრობა ჭეშმარიტად ორმხრივი უნდა იყოს.“

ამის შემდეგ ირაკლი აბაშიძე საქართველოში პუშკინის სტუმრობაზე ყვება, შემდეგ კი აღნიშნავს: „გავიმეოროთ ისევ ბელინკსი: „არა მარტო ფართო უკიდეგანო თავისუფლების, არამედ ამოუწურავი პოეზიის, მჩქეფარე სიცოცხლისა და გაბედული ოცნებების ქვეყნის“ საზოგადოებაში მოხვდა საქართველოში პუშკინიც, გრიბოედოვიც, ლერმონტოვიც. სადაც საუბარი მშვენიერ რუსულ და ფრანგულ ენებზე მიმდინარეობდა. ასე, მაღალ დონეზე დაიწყო პოეტებისა და მწერლების ჭეშმარიტი ორმხრივი ურთიერთობა მეცხრამეტე საუკუნის ოციან, ოცდაათიან წლებში. არა მარტო სულიერი ნათესაობის, არამედ მაღალი კულტურის, მაღალი ეროვნული ტრადიციის დონეზე…..

ეს ურთიერთობა სწორედ რომ ჭეშმარიტ მეგობრობად იქცა საბჭოთა სინამდვილეში.”

ფოტოზე: ირაკლი აბაშიძე რუს პოეტ ბელა ახმადულინასთან ერთად

(ეროვნული ფოტომატეანე)