პროექტის შესახებ

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პროექტი “დამოუკიდებლობის გაკვეთილები“ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის საქართველოს ბრძოლის გზის  ხელახლა გასავლელად გიწვევთ.

ეს გზა ძალიან გრძელია, ჩვენ მის ერთ მონაკვეთს მივუყვებით – ვიწყებთ 1987-88 წლებიდან და  ვიხსენებთ ჩვენი უახლესი ისტორიის ნათელ და ბნელ დღეებს, გამარჯვებებს და დამარცხებებს, გმირებს და ანტიგმირებს, თავდადებას და ღალატს, ყველაფერს, რაც ერთხელ უკვე ძალიან განვიცადეთ და რატომღაც დავივიწყეთ.

„დამოუკიდებლობის გაკვეთილები“ წარსულის გასააზრებლად იწერება.  მომავლისკენ კი წარსულის კარგად გააზრებით უნდა ვიაროთ.

აქ ფაქტებს დოკუმენტური მასალით ვიხსენებთ –  მედიაში, წიგნებში, მოგონებებში შემორჩენილი ისტორიით.  ვიხსენებთ იმ მნიშვნელოვან ამბებსაც, რომლებიც საქართველოსგან მოშორებით, ზოგჯერ ძალიან შორსაც ხდებოდა, მაგრამ  ჩვენს ბედსაც განსაზღვრავდა.

„დამოუკიდებლობის გაკვეთილების“ ბლოგზე  უკვე რამდენიმე ბობოქარი წლის ისტორია ინახება,  აქ წაიკითხავთ იმაზეც,  თუ რას გვეუბნებოდნენ ჩვენი  –   უკვე ყველა დროის საუკეთესო – ქართველები ყველაზე  ტრაგიკულ დღეებში: „ჩვენდა საბედნიეროდ და საამაყოდ, ქართველობა არასოდეს ყოფილა მონობის, უმწეობის, ჩაგრულობის, უსახლკარობის სიმბოლო, რის გამოც არასოდეს დაგვიმსახურებია არც თანაგრძნობა და არც სიბრალული დანარჩენი მსოფლიოსგანსამაგიეროდ, დანარჩენი მსოფლიო ყოველთვის მეტოქეს, პარტნიორს, ანდა კონკურენტს ხედავდა ჩვენში. მე მხედველობაში მყავს ისეთი დიდი სახელმწიფოებიც კი, რომლებსაც საქართველოსხელა სამხედრო პოლიგონები აქვთ. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, ისევ სიცოცხლისკენ, ისევ გადარჩენისკენ მოგვიწოდებს“. (ოთარ ჭილაძე. 1989 წლის 11 აპრილი)

იყავით ჩვენთან ერთად. იკითხეთ „დამოუკიდებლობის გაკვეთილები,“ დაგვემგზავრეთ მომავლისკენ, ჩვენ ჯერ ურთულესი გზის დასაწყისში ვართ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s